|
2017-10-07 15:16:25, 847 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა
ბათუმში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა. ბათუმში მყოფ მეცნიერ-აკადემიკოსებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შედგა საინტერესო საუბარი ქვეყნისათვის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული პრობლემები, რელიგიისა და განათლების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი თაობის განათლებისა და იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელთა წარმატებით განხორციელებაზე დამოკიდებულია ქვეყნისა და რეგიონის მომავალი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ქვეყნის და მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიური საფრთხეების, რელიგიური მსოფლმხედველობის და სხვა პრობლემების გადაჭრის საქმეში მეცნიერთა წვლილი დიდია. მისივე თქმით, მეცნიერთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას რეგიონის თუ ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ როინ მეტრეველს ბათუმში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)