|
2017-10-06 10:39:28, 892 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის ზურაბ პატარაძე სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, განსაკუთრებული პოპულარობით კი ქართული ღვინო სარგებლობს. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა ჩინური ენის კურსების გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, რაშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, კერძოდ, სამომავლოდ, რეგიონის ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე. შეხვედრას საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ("Tbilisi Belt and Road Forum"), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას. ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საჯარო უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)