16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 17:50:22, 2442 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მომხდარ აფეთქებას 4 სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთში, ჰაკარის პროვინციაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ Hurriyet Daily იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 4 სამხედრო დაშავდა.

მედიის ცნობით, ინციდენტი ერაყისა და ირანის საზღვართან მოხდა. ხელნაკეთი ასაფეთქეთებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც იქ სამხედროების ავტომობილი გადაადგილდებოდა.

Hurriyet Daily წერს, რომ დაშავებული სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარში "ქურთისტანის მუშათა პარტია" დაადანაშაულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics