16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 17:38:36, 2228 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია Amazon-სა და Apple-ს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს

ევროკომისია Amazon-სა და Apple-ს გადასახადების დამალვასა და უკანონო სუბსიდიების მიღებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბრიუსელმა ევროკომისიაში ირლანდიის ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. კერძოდ კი, ირლანდიის ხელისუფლებამ 13 მილიარდი ევროს ოდენობის სუბსიდიების გაცემა Apple-ს გადაუვადა.

რაც შეეხება Amazon-ს, ევროკომისიამ 250 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საუბარია ლუქსემბურგში გადასახადებისთვის თავის არიდების სქემის შემუშავებაზე.

როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა აღნიშნა, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დადგინდა, რომ კომპანია Amazon-ის ევროპული ქვედანაყოფი სისტემატიურად ამცირებდა გადასახადებს კონკრეტული სქემის საშუალებით და 4-ჯერ ნაკლებს იხდიდა ანალოგიურ საბაზრო პირობებში, ვიდრე მათი კონკურენტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics