|
2017-09-28 15:07:51, 686 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილი „ქართული ოცნების“ დროშებით ჩაატარეს
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოხუმის დაცემის დღე, ქალაქის ცენტრში, ასფალტზე ხატვის აქციით აღნიშნეს, რა დროსაც ხელში "ქართული ოცნების" დროშები ეჭირათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბორჯომი ტვ“ ავრცელებს. როგორც ხატვის პედაგოგმა ნათელა ღლონტმა აღნიშნა, დროშები აქციაზე ვიზუალური ეფექტისთვის მიიტანა. ""არ შეიძლება პარტიის დროშა, ბავშვები არიან აპოლოტიკურები. ეს ჩვეულებრივი დროშაა და ჩვეულებრივად გამოვიტანე. თუმცა, ეტყობა ჩავიჭერი", - განაცხადა პედაგოგმა. ამასთან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ამ აქციასთან კავშირი არ აქვთ. მათივე თქმით, დროშებს ყველას ჩუქნიან, ვისაც ამის სურვილი აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისა და პოლიტიკური აგიტაციისგან. უწყების ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამ ფაქტით დაინტერესდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)