|
2017-09-28 13:57:38, 2520 ნახვა
მსოფლიო
Facebook-ის, Google-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები აშშ-ის კონგრესში დაიბარეს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მედია წერს, კონგრესს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისგან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ ინფორმაციის მიღება სურს. მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს კონგრესში ოქტომბერში მოუსმენენ. ცნობილია, რომ Facebook-მა და Google-მა მოწვევის მიღება უკვე დაადასურეს, ხოლო Twitter-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არ ისურვა. Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-ი მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებაში დაადანაშაულა. „Facebook-ის ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი იყო. სოციალური ქსელები ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, აქედან მოდის ყალბი ინფორმაციები. New York Times და Washington Post ასევე ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, ეს შეთქმულებაა?“- წერს ტრამპი. ცუკერბერგმა დონალდ ტრამპის ბრალდება უარყო. „ტრამპი ამბობს, რომ Facebook-ი მისი წინააღმდეგია. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებში მოგებაში დავეხმარეთ. ორივე მხარე იმ კონტენტის გამოა განაწყენებული, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს არის საშუალება, რომ ყველას საკუთარი იდეის გამოთქმა შეუძლია. Facebook-ი ადამიანებს ხმის უფლებას აძლევს, კანდიდატებს კი ამომრჩეველთან ურთიერთობის საშუალებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას იმაში, რომ სახელმწიფოებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლაში შევუშალოთ ხელი,“-დაწერა ცუკერბერგმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)