|
2017-09-28 12:15:13, 2043 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციას მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება. „ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტულად ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება 2 საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარმართულ პროცესებს დადებითად ვერ შეაფასებს. „დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე. წ. 20 პარტიასთან ერთად დაწერა ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე. წ. 20 პარტიამ. ეგრეთწოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით 20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „ თანხმობის დოკუმენტად" მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს". ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)