16:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:02:45, 2394 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში, სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატით გააჩინეს

უკრაინაში, ქალაქ კალინოვკაში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატით გააჩინეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში იური ბირიუკოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ბირიუკოვი აღნიშნავს, სამხედრო პროკურატურა დივერსიის ვერსიაზეც მუშაობს.

"ერთ-ერთმა სამხედრომ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე, ხელმძღვანელობის გაფრთხილება სცადა, რომ უცნაური ხმები გაიგო. რამდენიმე წამში კი ღია სივრცეში აფეთქების მაგვარი ხმები გაისმა. ვვარაუდობთ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი). არაოფიციალურად იმასაც კი ამბობენ, რომ ვიღაც უკვე დაიჭირეს.. სოციალურ ქსელებში დაიწყება კრიტიკა, მერწმუნეთ უსაფუძვლო. ვიმყოფებით საომარ მდგომაროებაში, ხოლო ბიუჯეტში არაა საკმარისი თანხა, რომ სამხედრო ტექნიკა ღია ცის ქვეშ არ ინახებოდეს. რაღაც ნაწილი ღია ცის ქვეშ არის მოთავსებული, თუმცა პერიმეტრს ძალიან კარგად იცავენ", - განაცხადა ბირიუკოვა.

შეგახსენებთ, რპ, ქალაქ კალინოვკაში სამხედრო საწყობში ხანძარი ღამით გაჩნდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics