16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 12:28:32, 2367 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ აშშ ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ხომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ომის გამოცხადებაში" დაადანაშაულა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ბომბდამშენებზე სროლას დაიწყებს.

"რადგანაც აშშ ომს გვიცხადებს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება მივიღოთ საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ვესროლოთ ამერიკულ ბომბდამშენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ჩვენ საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფებოდნენ", - განუცხადა ლი ენ ხომ.

მანვე დასძინა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს ფაქტი: "სწორედ აშშ იყო ის ვინც პირველმა გამოგვიცხადა ომი".

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთმანეთს "გიჟები" უწოდეს. „კიმ ჩენ ინი სავარაუდოდ შეშლილია, რომელიც მშვიდად უყურებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობა შიმშილით იხოცება", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. კიმ ჩენ ინმა კი, დონალდ ტრამპს „შეშლილი მოხუცი“ უწოდა და ცეცხლით განადგურებით დაემუქრა.

ამასთან, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics