|
2017-09-22 16:28:06, 2548 ნახვა
მსოფლიო
ლვოვში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. "ახლა, მოსტისკის სასამართლოში, ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ პროტოკოლი განიხილება. გადავწყვიტე, არ გავაუქმო ქალაქ ჩერკასში დაგეგმილი შეხვედრები ხალხთან, ვინაიდან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება - დაგვღალონ სასამართლო პროცესებით, რათა ხალხთან შეხვედრის დრო აღარ გვქონდეს“, - წერს სააკაშვილი. ამასთან, სააკაშვილი მოსტისკის სასამართლოს თავმჯდომარის პირად საუბარს ავრცელებს, რომელიც "პრანკერებმა" მოიპოვეს. კერძოდ კი, "რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს თავმჯდომარეს ალექსანდრ გრანოვსკიმ დაურეკა, რომელიც, პრეზიდენტთან მსგავსი საქმეებით არის დაკავებული, და პოროშენკოს სახელით გასცა ბრძანება, რომ გამოეტანათ ჩემთვის განაჩენი და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ჯარიმა დაეწერათ. მოსამართლე ბილოუსი მას შეჰპირდა, რომ შეასრულებდა ამ ბრძანებას, ვინაიდან, სწორედ პოროშენკომ დანიშნა იგი თანამდებობაზე და ვადაც გაუხანგრძლივა, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ მე რაღაც დავარღვიე. პოლონეთში საზღვარი ლეგალურად გადავკვეთე და უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მესაზღვრეებს შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვთავაზობდი ჩემი დოკუმენტების შემოწმებას, რაზეც მესაზღვრეებმა უკანონო უარი გამცეს. არასდროს ვყვები ჭორებს და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ბილოუსი მონაწილეობას იღებდა ასეთ მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, რომ არაა საჭირო იმის ახსნა, რომ ეს მხოლოდ საუბარი და დაპირებები კი არაა, არამედ ეს ქმედებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. იმისათვის, რომ მე დარღვევისთვის ბრალი დამდონ, უნდა დამტკიცდეს ჩანაფიქრი, რაც ბუნებრივია, არც ყოფილა, აგრეთვე ჩემ მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებები, რაც აგრეთვე არ ყოფილა", - წერს სააკაშვილი.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)