16:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 15:19:18, 2285 ნახვა

მსოფლიო
გენერალი პეტრ პაველი: რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო წვრთნები, დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ პეტრ პაველის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „დასავლეთი-2017” დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს.

როგორც Delfi იუწყება, პაველმა აღნიშნა, რომ წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა.

მისივე თქმით, რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია.

„მოვახდინეთ ძალების კონცენტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გვყავს სამხედროები შავ ზღვაზე და ნებისმიერი ინციდენტისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics