15:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 00:57:18, 2295 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის მასშტაბით საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეიმ შესაბამისი გადაწყვეტილება ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღო. 

როგორც ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო დღეების განმავლობაში ქალაქის ქუჩებში შეირაღებული პოლიციელები და სამხედროები გამოჩნდებიან. 

"ამ დროისთვის, დაცვითი მოვალეობის შესასრულებლად პოლიციის ოფიცრებს სამხედრო პერსონალი ჩაანაცვლებს. ეს გარკვეულ დაცულ ადგილებში მოხდება, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება" - განაცხადა ტერეზ მეიმ.

ცნობისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics