|
2017-09-15 13:32:41, 814 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ დღეს სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სკოლის გახსნა ადგილობრივ მოსწავლეებს რეგიონის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ მიულოცა. საზეიმო გახსნის შემდეგ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებთან ერთად სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ სრულად რეაბილიტირებული სკოლის საკლასო ოთახები დაათვალიერა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ზემომთიან აჭარაში სკოლების რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხი, რაც ხელს უწყობს მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მათი პირობების გაუმჯობესებას. მაღალმთიან ქედაში მდებარე ახოს სკოლა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში განახლდა. სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ახოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 380 000 ლარი გაიხარჯა. სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა იატაკები, კარ-ფანჯრები და სახურავი. პროექტის მიხედვით განხორციელდა ელქტროტექნიკური, წყალ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები. სკოლაში 67 მოსწავლესთან 17 პედაგოგი მუშაობს. აჭარაში წელს 5383 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება 2 ახალაშენებული სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში; 2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება 5 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა (ტუნაძეები, მაწყვალთა, ბათუმის N23, სარფი და განახლება). 2017 წელს სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 24 საჯარო სკოლას. (NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)