|
2015-04-28 13:51:38, 574 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, სრული აფსურდია
მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება სრული აფსურდია, მაგრამ პროკურატურამ როინ ასანიძის დნმ-ის ნიმუშების საექსპერტო კვლევის გადაწყვეტილება თავად ასანიძის სურვილის გამო მიიღო. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ამასთან ირაკლი შოთაძის განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე დნმ-ის ჩადება მოხდა აბსურდია. შოთაძე აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილიდან ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება ოჯახის ადვოკატების, მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კრიმინალისტების თანდასწრებით მოხდა. „მიუხედავად იმისა, რომ გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება ტყუილია, ჩვენ მივიღეთ მხედველობაში თვითონ ასანიძის სურვილი. თქვენ ყველამ წარმოიდგინეთ თავი მის ადგილზე, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და გაბრალებენ მძიმე ფაქტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიც არსებობდა ამ საკითხისადმი, მანაც ითხოვა და პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა. პასუხების უახლოეს დღეებში იქნება და საზოგადოებას შედეგებს ვაცნობებთ. სოსანაშვილის ვერსია არის აფსურდი, იქიდან გამომდინარე, რომ დნმ-ის პროფილი დადგენილი იყო მიმდინარე წლის 24 თებერვალს. ამ დნმ-ის პროფილებთან მოხდა 50-მდე სხვადასხვა მოქალაქის დნმ-ის შედარება. გია სოსანაშვილის დაკავება მოხდა თუ არ ვცდები 7 მარტს, შესაბამისად, იმ დროიდან, როდესაც დნმ-ის პროფილები დადგინდა საქმეზე, სოსანაშვილის დაკავებამდე გასული იყო დაახლოებით ორი კვირა. შესაბამისად იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აფსურდი. შემთხვევის ადგილის დათავლიერებას გამომძიებლებთან ერთად ესწრებოდნენ ოჯახის ადვოკატები, მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, კრიმინალისტები და მათი თანდასწრებით მოხდა ყველა ნივთიერთი მტკიცებულებების ამოღება, დალუქვა და საექსპერტო ბიუროში გადაგზავნა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლის, როინ ასანიძის დნმ-ის ნიმუშების საექსპერტო კვლევაზე გადაგზავნა მოითხოვა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)