19:28 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 05:15:58, 1445 ნახვა

სხვადასხვა
ჟურნალისტი ჯოზეფ სმიტი თბილისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს

წარმოშვებით ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. იგი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა.

1 სექტემბერს სმიტმა თბილისის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის 520 ხელმოწერა შეიტანა ცესკოში, კანონით დასარეგისტრირებლად მას 441 ხმა სჭირდებოდა.

ჯოზეფ სმიტი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და The Guardian-ის ჟურნალისტია. საინტერესო და პოპულარული თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დაწერილი სტატიები იყო. ასევე პოპულარული ბრიტანული ჟურნალისთვის World of Interiors-ისთვის ჯოზეფმა წერილების ციკლი დაწერა. მან მკითხველებს თბილისის ისტორიულ შენობებზე უამბო.

"იცით, ქართულის ცოდნა პირადად ჩემთვის თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ იოსებ გრიშაშვილის წიგნი „ძველი ტფლისის ლიტერატურული ბოჰემა“ წამეკითხა. ამ წიგნმა კიდევ მეტად შემაყვარა თბილისი." -ამბობს სმიტი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics