|
2017-09-05 05:04:59, 1986 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე: მთავრობა მევახშეობას ეწევა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის სტაბილიზაცია უნდა იყოს. „ლარის გაუფასურებაში მთავრობაა დამნაშავე. 585 მილიონი ლარი გასცა სესხი კომერციულ ბანკებზე. მხოლოდ ბოლო ორ თვეში 400 მილიონი ლარი. მევახშეობას ეწევა. ბიუჯეტის ფულს აპროცენტებს. ამას, მათი ჭკუით, ეკონომიკის ფულის ემისიით სტიმულირება ჰქვია. აბსოლუტურად ვერ ერკვევიან პრიორიტეტებში. დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის სტაბილიზაცია უნდა იყოს. ახლა ბანკები აგროვებენ დოლარებს ცუდი მოლოდინების გამო. მის შესასყიდ ფულს კი მთავრობა აძლევს. სრული აბსურდია. ბანკები კარგს არაფერს ელიან. დარჩენილ ოთხ თვეში 4 მილიარდი ლარია დასახარჯი ბიუჯეტიდან, თანაც წინასაარჩევნო საჭიროებისათვის. ეროვნული ბანკი მიხვდა და საკმაოდ შეამცირა რეფინანსირების სესხები. თუმცა მისი ეფექტი ნულოვანი გამოდგა. იმაზე მეტი ფული მთავრობამ მისცა ბანკებს, თანაც უფრო ხანგრძლივვადიანი დეპოზიტების სახით. ამაში ეროვნული ბანკიცაა დამნაშავე. კანონით იგი არის მთავრობის ბანკირი და მრჩეველი. უნდა ამბობდეს ხმამაღლა, რომ რასაც მთავრობა სჩადის, პირდაპირ ურტყამს ლარს და ფასებს“, - წერს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, ბოლო დღეებში ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში უფასურდება. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს 2.4502 ლარი ღირს, ევრო კი, 2.9177 ლარი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)