13:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 02:56:29, 778 ნახვა

რეგიონი
კახეთში, სოფელ ართანას მახლობლად ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მახლობლად ხანძარია.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათ მიიღეს მოსახლეობისგან შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ ტყიდან კვამლი ამოდის, თუმცა ხანძრის არსებობას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ.

მათივე ცნობით, რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახებაზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს ართანას ტყემდე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რადგან იქ ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics