|
2017-09-01 03:59:34, 1178 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ
დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 წინა წლებთნ შედარებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანია. საველე და საშტაბო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)