|
2015-04-25 18:50:05, 1130 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-მდე გაიზარდა
ნეპალში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. 2 ათასამდე ადამიანი კი დაშავდა. მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კატმანდუში. გარდაცლილთა რიცხვი მუდმივად იზრდება. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ინდოეთშიც. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ნეპალის მთებში დაკარგული ალპინისტების შესახებ იუწყებიან, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება. დაჭრილთა დახმარება გართულებულია, რადგან საავადმყოფოების უმრავლესობა მიწისძვრის შედეგად დაინგრა. დაზიანებულია კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია. მიწისძვრამ ტიბეტის მთებში ზვავების მასიური ჩამოწოლა გამოიწვია. მხოლოდ ევერესტზე 3 ზვავია ჩამოწოლილი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)