|
2017-08-08 16:25:37, 939 ნახვა
სამხედრო
ზაალ კაპანაძე ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრო. წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარადიულობის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და კიდევ ერთხელ გაიხსნა დაღუპული გმირები. სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით, ზაალ კაპანაძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაინაცვლა. მან ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მედიკოსების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)