|
2017-08-08 15:48:31, 875 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ შშმ სტატუსის მქონე მეომრები მოინახულა
დღეს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული შშმ სტატუსის მეომრები - მალხაზ მელაძე და ხვიჩა შაქარიშვილი მოინახულეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ზურაბ პატარაძემ და ზაალ მიქელაძემ შშმ სტატუსის მქონე მეომრებს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000 - 3000 ლარი გადასცეს. მათივე ინფორმაციით, მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა. აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს. ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის სამუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე 3 შშმ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს. 2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის" ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს. დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)