|
2017-08-04 19:44:34, 903 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ დაეშვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელობამ და ნატოს ავღანურმა სარდლობამ ერთობლივად მიიღო. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ. 23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა. 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)