|
2017-07-17 16:49:04, 954 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო. ლევან იზორია ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს შეეხო. მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)