|
2017-07-17 14:28:54, 728 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებენ. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრა სწავლების წინა მოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის ოფიცრებისთვისაა განსაზღვრული, რათა აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს ლოგისტიკის დოქტრინებს, პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნონ. მომავალი სწავლება მიზნად ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და მათ უზრუნველყოფაში ისახავს. სწავლების ახალ წევრ ქვეყნებად საქართველოს და უკრაინის შეიარაღებული ძალები განისაზღვრა, ხოლო წვრთნების ჩატარების ერთ-ერთ ადგილმდებარეობად საქართველოც მოიაზრება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)