|
2017-07-13 17:44:10, 874 ნახვა
რეგიონი
ბათუმი-ურეკი-ბათუმი - ახალი მატარებელი დღეში 4 ლარად ივლის
ბათუმი-ურეკს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება. დღეს, სპეციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონისა და ამ კონკრეტული მიმართულებისთვის მოწყობილი მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიასთან ერთად მოინახულა.
ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მორაობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფრთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 წუთზე, ასევე 19:20-ზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10-სა და 20:45 წუთზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგძლივობა ერთ საათსა და 5 წუთს შეადგენს. მატარებლის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ ფეობოქსების აპარატებით, ვებგვერდებსა და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა ბათუმსა და ურეკს შორის არსებული სადგურებიდან მატარებელში ასულ მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ. ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია. „ამ კონკრეტული მატარებლით ტურისტებს საშუალება ეძლევათ აჭარის ულამაზესი სანაპირო ზოლი მატარებლით მოინახულონ და იმოგზაურონ. ჩვენ მზად ვართ სხვა პროექტებშიც ვითანამშრომლოთ თუ ამის საჭიროება იქნება. საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და მხოლოდ აჭარის მიმართულებით თბილისიდან დღეში 8 რეისი სრულდება. ამას ემატება ეს კონკრეტული მიმართულება და ქუთაისის რეისებიც. მგზავრებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება მატარებლის განრიგებისა და ფასების შესახებ შეუძლიათ ჩვენს ცხელ ხაზზე 13 31,“- აღნიშნა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ. (NS)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)