|
2015-04-22 15:27:13, 406 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზბეგში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი მოდის
„ყაზბეგში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი მოდის, თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცოტა მოსავალი მოჰყავს“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცეთა–მთიანეთში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან რეგიონის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალია და ამის რესურსებიც არსებობს. „ამ რეგიონში შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება, როგორიცაა მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, რძის, ხორცის , ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი წარმოება, მეკარტოფილეობა. კარტოფილთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ პატრიარქთან გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ ყაზბეგში მოდის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი. ამ დროს ძალიან ცოტა რაოდენობა მოჰყავთ ადგილობრივ მოსახლეობას, არადა ამის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, მცხეთას აქვს ხილის გადამუშავების, ნატურალური წვენების წარმოების, საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა. ასევე მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის, კომბინირებული საწარმოს ამუშავების პერსპექტივა. პრემიერის განცხადებით, ყაზბეგში არის ლოგისტიკური ცენტრის, მატყლის პროდუქციის წარმოების, ტრადიციული ხელსაქმის– სუვენირების, ასევე სამშენებლო მოსაპირკეთებელი სამუშაოების მასალების წარმოების რესურსი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)