21:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 17:54:30, 896 ნახვა

სამხედრო
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფება

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სარაგბო სეზონის დაწყებამდე ბათუმელი მორაგბეები სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ.

უწყების ცნობით, II ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სპორტსმენებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რაც მიზნად მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის ამაღლებას ისახავს.

სამხედრო ბაზაზე მორაგბეებისთვის წვრთნები 3 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. 

ამ პერიოდის განმავლობაში სარაგბო კლუბ „ბათუმის“ წევრები დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და სხვა ტიპის ფიზიკური მომზადების სავარჯიშოებს ასრულებენ. 

სპორტსმენების ფიზიკური მომზადება დიდ დისტანციაზე მარშირებით დასრულდება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics