16:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 14:07:06, 2381 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: კაპიტალური პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურები მკაცრად კონტროლდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 4-პუნქტინი გეგმის ფარგლებში, ახორციელებს ამბიციურ და მნიშვნელოვან ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა.

„აღნიშნული რეფორმების დასაფინანსებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, აუცილებელია დაგეგმილი კაპიტალური პროექტების მაქსიმალურად ეფექტიანი შესრულება. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მნიშვნელოვანია დაგეგმილი შესყიდვების დროულად განხორციელება.   ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმილი შესყიდვების ფარგლებში საიმპორტო საქონლის დროული შესყიდვა, მსგავსი შესყიდვები მიზანშეწონილია დასრულდეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის III კვარტალში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, ახორციელებს მონიტორინგს მიმდინარე წლის ბიუჯეტების შესრულებაზე, მათ შორის, მკაცრად კონტროლდება კაპიტალური პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურები პროექტის შესრულების ყველა ეტაპზე და ყოველდღიურ რეჟიმში.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, როგორც მიმდინარე, ასევე კაპიტალურ ხარჯებს, პრემიერ-მინისტრი ყოველკვირეულად იბარებს აღნიშნულის შესახებ ანგარიშს. მთავრობაზე გვაქვს დეტალური განხილვები და მთავრობის  ყველას წევრს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარჯვით ნაწილში 100%-იანი შესრულება. ამ მიმართულებით მესამე კვარტალში ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ გეგმა 100%-ით შესრულდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ასევე, მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,  რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს აქვს ჩამორჩენა ხარჯების მიმართულებით, ეს უნდა აღმოფხვრას უმოკლეს ვადაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics