16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 19:50:19, 2315 ნახვა

კომენტარი
გიორგი ჩერქეზიშვილი: თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყება შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. 

„7 ივლისიდან იწყება რეგულარული ავიარეისები თბილისსა და ბათუმს შორის, რომელსაც  შპს „სერვისეარი“ შეასრულებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება ყოველდღიურად, ოთხშაბათის გარდა. პარასკევს და კვირას კი რეისები დღეში 3-ჯერ შესრულდება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა და  ამ რეგულარული რეისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შპს „სერვისეარმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ელექტრონულტენდერში გაიმარჯვა, რომელიც  მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. „სერვისეარი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებით. 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics