|
2015-04-21 15:16:01, 778 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორს შეხვდნენ
„თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა თბილისში 13-15 მაისს დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის დეტალები იყო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა ბიზნესასოციაციის წევრებს ღონისძიების მთავარი მიზანი და ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქართულ კომპანიებს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ექნებათ. „ასოციაციის წევრებს ავუხსენი, თუ რა შესაძლებლობებს მისცეს მათ თბილისში დაგეგმილი შეხვედრა. ღონისძიებაზე ველოდებით დაახლოებით 1500 დელეგატს 66 ქვეყნიდან, იქნებიან როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რომელი კომპანიების წევრები ჩამოვლენ, მათ სიას ახლა ვადგენთ. იქნება საერთაშორისო პრესა, სამოქალაქო სექტორი და EBRD-ის წარმომადგენლები“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიის, „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით კი EBRD-ის წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიება სწორედ თბილისში იმართება. მისი თქმით, EBRD-ი საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ჩართულია საბანკო სექტორში და ბევრ კომპანიას აფინანსებს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)