02:40 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 11:34:16, 2058 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა.

კერძოდ, როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა,  აზერბაიჯანელ კოლეგებს აფგან მუხთარლის დაკითხვისა და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართეს.

„მას შემდეგ, რაც აფგან მუხთარლი დაიკითხება და მოპოვებული იქნება  მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანში მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნა  ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს.

ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლი  2015 წლის ინავრიდან საქართველოში ცხოვრობდა მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics