|
2017-06-26 15:29:01, 879 ნახვა
რეგიონი
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლების მაცხოვრებლებს მეფუტკრეობის, ვეტერინარიის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მცენარეთა დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მოგვარებაში დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16, კახეთის - 22, იმერეთის- 15 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)