|
2017-06-26 10:46:58, 856 ნახვა
რეგიონი
ბათუმში პირველი ავია შოუ- „FlyFest Batumi" გაიმართა
პირველად ბათუმში, 25 ივნისს, ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიური კომპანიის "Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team" ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი შოუ ბათუმში „FlyFest Georgia"-ს ფარგლებში შედგა. მათივე ინფორმაციით, 30 წუთიან სანახაობაში ხუთი საჰაერო ხომალდი მონაწილეობდა. შოუს ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ტურისტებთან ერთად ბათუმში მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით მყოფი უცხოელი სტუმრებიც შეუერთდნენ. ავია შოუს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. ბათუმამდე ერთი დღით ადრე "ბალტიელმა ფუტკრებმა" თბილისში, ნატახტარის აეროპორტში მოაწყვეს თავიანთი ოსტატობის დემონსტრირება. ბათუმში ღონისძიება აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)