|
2017-06-25 10:12:44, 789 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამაზან ბაირამი მიულოცა
დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმი მრევლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის - რამაზან ბაირამის მისალოცად ბათუმის ორთაჯამეს ესტუმრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად ორთაჯამეში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის და ჯანმრთელობის მინისტრები იმყოფებოდნენ. ზურაბ პატარაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ქართველი მუსილმანების როლს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი ახსოვს ისტორიას აჭარიდან. მანვე აღნიშნა, რომ მუსლიმ მრევლს საქართველოს მთავრობასთან ერთად აჭარის რეგიონის მთავრობა განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ,,ჩვენს დებს, ჩვენს ძმებს, მინდა მივულოცო ბაირამის დადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები, განვითარება, სიკეთე, სიყვარული, ოჯახის სიმტკიცე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ერთად გვეკეთებინოს. ერთი თვის განმავლობაში არაერთი იფთარი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ და დღეს, ყველა ერთად ვზეიმობთ ბაირამის დადგომას",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მას ისლამური სამყარო წელს 25 ივნისს აღნიშნავს. 30 დღიანი მარხვის შემდეგ ბაირამობას აღნიშნავენ ქართველი მუსლიმანები. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება, რა დროსაც მოხდება წინაპრების საფლავების მონახულება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)