02:41 - 29 May, 2026
|
2017-06-24 12:41:21, 2197 ნახვა
სამართალი
ხაშურში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ტრაილერის მძღოლიც, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევამ რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)