13:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 14:21:28, 2214 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ ახალი სანქციების გაფართოების მხარდაჭერას გამოეხმაურა. 

როგორც პუტინმა აღნიშნა, "ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა".

"რუსეთის ისტორია გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის გვიწევდა ცხოვრება სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარე აგრესიისა და კონკურენციის პირობებში, თუმცა ამას რუსეთი არ დაუნგრევია. შეერთებული შტატების სენატმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი სანქციების გაფართოების კანონპროექტს, თუმცა არ მესმის, რატომ. ახლა არაფერი ხდება და მაინც გადაწყვიტეს, სანქციების გაფართოება. ჩემი აზრით, ერთის მხრივ, ეს არის შტატებში არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლინება. მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ კითხვა-პასუხის მარათონს მართავს.  ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირი ეთერის საშუალებით პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics