01:42 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 12:45:53, 1999 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა

"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა.

ეს ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი საბაზრო კაპიტალიზაციით მოხვდა უმსხვილეს 350 კომპანიას შორის, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თიბისი ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს.

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში თიბისიმ შარშან გადაინაცვლა.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს. კომპანია FTSE 250 ინდექსში ხვდება საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.

„FTSE 250 ინდექსში შესვლით, ვფიქრობთ, რომ თიბისი ბანკი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება ინვესტორებისათვის. დიდი მადლობა თიბისი ბანკის მთელ გუნდს, რომელიც ბანკის მუდმივი განვითარების წინაპირობას ქმნის,"- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

®





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics