|
2017-06-13 11:23:08, 762 ნახვა
სამხედრო
„კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივის წვრთნების - „კავკასიის არწივი 2017“ ფარგლებში, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სცენარი ვერტმფრენიდან დესანტირებას, ავიაციით და საცეცხლე მხარდაჭერით ობიექტის განადგურებას, მძევლის გათავისუფლებას, ასევე დაშავებულის ევაკუაციას და შენობის განადგურებას მოიცავდა. სწავლებაში სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოიერიშე და მხარდამჭერმა ქვედანაყოფებმა, ასევე საჰაერო კომპონენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთი დაესწრნენ. სპეციალური ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ საქართველოში პირველად მიმდინარეობს. აღნიშნულ სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ მანამდე ორჯერ უმასპინძლა. სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)