|
2017-06-12 12:46:43, 753 ნახვა
სამხედრო
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქართული ასეულის მიერ ეროვნული თვითშეფასების II დონის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონე დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით შეფასდა. შეფასების მონიტორინგს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები აკვირდებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ვერტმფრენით ევაკუაციაც. შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული. I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული მეორე ქართული დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)