|
2017-06-11 16:09:18, 2084 ნახვა
სამართალი
პროკურორი: „ბირჟა მაფიის“ წევრებისგან მიღებულ ინფორმაციას შევაჯამებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორ ვიმოქმედოთ
„ჩვენს მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული და მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ჰიპ-ჰოპ პროექტის, ”ბირჟა მაფიას” ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ გამოუკითხავთ ის სამართალდამცველები, რომლებსაც ბრალდებულები უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ჩვენ მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული, მგალობლიშვილი და ქებურია. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად მიგვითითებდნენ იმ სამართალდარღვებზე, რაზეც ადვოკატები და თავად აპელირებდნენ სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრულად იქნა ასახული ეს ინფორმაცია, გადავხედავთ ყველა ამ დეტალს და ამის შემდეგ მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით",-განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად ყველა საგამოძიებო მოქმედება გატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)