01:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:19:24, 2189 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია თბილისში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან სასტუმრო  The Grove Design Hotel-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

მინისტრმა ახალი სასტუმრო დაათვალიერა და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ  თანამედროვე, მოდერნული დიზაინის მქონე ახალი სასტუმრო ტურისტული სექტორის  ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი იქნება.

„ძალიან ორიგინალური სასტუმროა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თბილისს დაამშვენებს და  იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი. ჩვენთვის ტურიზმის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო  კონცენტრირებულად, სერიოზულ რესურსს ხარჯავს ამისთვის, სხვადასხვა პროგრამებით ვასუბსიდირებთ  ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის განვითარებას, ვნერგავთ ახალ ტერმინებს,  როგორიც არის,  მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის სექტორში და დარწმუნებული ვარ, ისეთი ობიექტები, როგორი ეს სასტუმროა, ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

The Grove Design Hotel-ს  საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია „SolutionsHI” მართავს. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ცხრასართულიანი სასტუმრო 39 ნომრისგან შედგება. მას აქვს მოდერნისტული გარემო, ინტერიერი ობიექტების გარეშე,  სადაც ავეჯი და ობიექტები კედლებშია დამონტაჟებული. სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია ტერასა  ხედებით თბილისზე, ასევე სრული აღჭურვილობის საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics