|
2017-06-08 12:53:00, 904 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი განახლებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მოადგილეებთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად განახლებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრმა „გენეზისი“ სახელწოდება და ადგილმდებარეობა შეიცვალა და ბენეფიციარებს მომსახურებას ორთაბათუმის ნაცვლად ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. N8-ში რეაბილიტაციის ცენტრ „ფანშეტის“ სახელით სთავაზობს. ცენტრში შესაძლებელია როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა რეაბილიტაციის სერვისების მიღება. ცენტრის ტექნიკური აღჭურვა და პროფესიული უზრუნველყოფა ამერიკელი და შვეიცარიელი ნეირორეაბილიტოლოგების - პაულ პიჩისა და ბრიგიტ იანის ფინანსური და აკადემიური დახმარებით განხორციელდა. ცენტრის დირექტორის, ხათუნა ფაღავას განმარტებით, პროფესორი ბრიგიტ იანი უკევ 10 წელია ზრუნავს ცენტრის გუნდის პროფესიულ ზრდაზე და საქართველოში ნეირორეაბილიტაციის განვითარებაზე. ის პერიოდულად ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განახლებული ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის. დაწესებულება ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში. ესენია: ბავშვთა ადრეულ განვითარება, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაცია და მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია. „სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს ახალ პროგრამას, რომელიც - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებასათვი დაფინანსდება“, -აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარმის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)