13:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 19:17:17, 1996 ნახვა

კომენტარი
პრემიერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში გამორიცხულია

„საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხულია“,-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის  აფგან მუხტარლის საქმეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია:

„მე შევთავაზე აფგან მუხტარლის ოჯახს, ცოლსა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ, დაკავებულია, თუმცა შემიძლია   გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში  აბსოლუტურად გამორიცხულია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გაიტაცეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics