01:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 16:56:57, 2296 ნახვა

სამართალი
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მოწმის დაშვებაზე უარი განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვა, შესაძლოა, 12 ივნისს 13:00 საათზე გაგრძელდეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics