|
2017-05-30 19:45:53, 731 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა ეს დღე კადეტების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებსაც მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს. კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემაც მიმართა, ლიცეუმის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლებლის განვითარების საქმეში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კურსდამთავრებულები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა. 2017 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 76 კადეტმა დაასრულა, რომელთაგან 8 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. უმრავლესობას სწავლის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების სურვილი აქვს. დღესვე, კადეტებს სერტიფიკატები, ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მოგვიანებით, მეექვსე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა კონცერტზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და 15 სექტემბერი ლიცეუმის დღედ გამოცხადდა. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. წლევანდელ სასწავლო წელს კი ლიცეუმი სიახლით შეხვდა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2016-2017 სასწავლო აკადემიურ წელს ლიცეუმში 8 გოგონა ჩაირიცხა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას. ლიცეუმში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. (NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)