|
2015-04-16 13:42:22, 424 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: შევარდნაძეს, სააკაშვილს აფხაზეთზე წარმოდგენები ჰქონდათ, დღევანდელ ხელისუფლებას, ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არ აქვს
„ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე, დღევანდელ ხელისუფლებას ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, „იცის თუ არა ღარიბაშვილმა თავისი აფხაზეთი?“ ზაქარეიშვილმა კითხვას ასე უპასუხა „ბუნებრივია ახალგაზრდაა ჯერ, რამდენი ხნის იყო, როცა ომი იყო აფხაზეთში? ძალიან ახალგაზრდა იყო ხო ?“ მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში არ უნდა, რომ შეცდომა დაუშვას და აღნიშნულ საკითხს სიღრმისეულად განიხილავს. „შევარდნაძე, სააკაშვილს თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე. მე მგონი არასწორი, მაგრამ მათ იცოდნენ თავიანთი აფხაზეთი. მეც ვიცი ჩემი აფხაზეთი, თქვენც იცით, გამოცდილება გვაქვს. ცუდი ვიცით თუ კარგი ვიცით სხვა საკითხია. მე ვიცი რა არის აფხაზეთი და შემიძლია შევეკამათო. ვერ დამაბრალებს ვერავინ, რომ არ ვიცი. შევარდნაძეს თავისი წარმოდგენა ჰქონდა აფხაზეთზე და მიმაჩნია, რომ თავისებურად, არასწორად მოიქცა და თავის აფხაზეთზე ზრუნავდა ბრჭყალებში. სააკაშვილზეც ვიტყვი, რომ თავისი აფხაზეთი თავში ჰქონდა, დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზეთი ესე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მისთვის იოლი იყო აფხაზეთის საკითხზე მუშაობა, როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა აღნიშნული თემა კარგად იცოდა. „ნებისმიერი საკითხი განიხილება ძალიან დაწვრილებით, სიღრმისეულად, იმიტომ რომ ღარიბაშვბილს არ უნდა შეცდომა დაუშვას. ერთია, რას ეუბნება ზაქარეიშვილს, მეორეა ის, რომ თვითონ უნდა გაითავისოს ყველაფერი ეს. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ივანიშვილს. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, როცა ის პრემიერი იყო ადვილი იყო მასთან ამ თემაზე საუბარი, მან თემა კარგად იცოდა. ღარიბაშვილს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა აქვს მხრებზე. საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის.ის ღებულობს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)