|
2017-05-29 13:37:14, 2153 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი: რა უფლებით ლაპარკობს ედიშერ ქარჩავა მეუფეებზე? რომელი გამომძიებელი ეგ არის?
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცადებას, რომლის მიხედვითაც, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას სურვილი ჰქონდა, პატრიარქი მოეკლა, აბსურდულს უწოდებს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ქარჩავას უფლება არ აქვს, მეუფეებზე ამგვარად ისაუბროს. ამასთან, ადვოკატის თქმით, ედიშერ ქარჩავა თავად აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საპატრიარქოს იმიჯი შელახოს. დღეს დეკანოზის ადვოკატები სპეციალური ბრიფინგის გამართვასაც აპირებენ: „რა უფლებით ლაპარკობს ედიშერ ქარჩავა მეუფეებზე?! რომელი გამომძიებელი ედიშერ ქარჩავაა?! ედიშერ ქარჩავა თავად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საპატრიარქოს იმიჯი შელახოს.თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება რომ ამბობენ, მერე ქარჩავაა პროკურორი? ყველაფერს ვიტყვით, ცოტახანი გვაცადეთ“,-განაცადა მიხეილ რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)