|
2015-04-16 11:17:22, 641 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ხორბლის იმპორტიორები დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ხორბლის იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 3 მოქალაქე - ბესიკ ჯიქია, მამუკა ჯანყარშვილი და ლევნ მანჯავიძე. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის იმპორტი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას, ასევე მათ მიერვე დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს. საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 1 739 164 ლარის ზიანი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)