|
2015-04-16 09:41:12, 380 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის ღირებულია
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ფარულ ფლირტს“ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ პარტია ქვეყნისთვის ღირებულია. ამის შესახებ მან „ნანუკას შოუში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მოქმედ ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია ვისაც პატივს სცემს. „ისინი სერიოზულ საქმეებს აკეთებდნენ, კარგი საჯარო მოხელეები არიან. გუშინწინ კონფერენციაზე ერთ–ერთ „ნაციონალის“ ლიდერს შევხვდი და ვუთხარი, რომ თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ შეცდომები გაანალიზოთ. ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არ გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ალასანიას შეფასებით, საქართველოში არც ერთი პარტია არ არსებობს და მომავალშიც არ იარსებებს, რომელსაც ქვეყნის სირთულიდან გამოყვანის შესაძლებლობა ექნება. „ვინც „ქართულ ოცნებაში“ პროფესიონალია, დღეს ვინც მთავრობაში საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი გვერდში უნდა დავიყენოთ. ამ გადმოსახედიდან მე მართლაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება–არაპარტიკულარული. მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს სიღრმიდან , კრიზისად ქვეყნის გამოყვანა“, – განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)