23:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 09:39:59, 392 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილთან ურთიერთობის სურვილი, მის პირად ცხოვრებაზე საუბრის შემდეგ დაკარგა

"კი, ივანიშვილს მართლაც ასე ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია ის, რაც შენ იკადრე-მეთქი",-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ნანუკას შოუში" განაცხადა.

"კი ეს ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია, რაც შენ იკადრე-მეთქი. ეს მართლაც ასე იყო.ეს ძალიან სამწუხაროა და მე მაშინაც სააკაშვილის უსამართლობას დავუპირისპირდი, წავედი ოპოზიციაში და ახლაც ივანიშვილის უსამართლობის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესული.ეს ჩემი პარტიისთვის ბუნებრივია მიუღებელია.ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

ალასანიამ მეუღლის ღალატზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება და ამ განცხადების შემდეგ მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა: “ერთი-ერთზე რომ დავრჩით მქონდა ამის შესახებ საუბარი, ამას დავარქვი თავის სახელი. მე მას ვუთხარი ის, რასაც კაცი კაცს ეტყოდა და მან როგორც ჩვევია ისრები სხვა პიროვნებაზე გადაიტანა. იმ დროს მე საერთოდ დავკარგე სურვილი მასთან ურთიერთობის და პატარა ნდობაც კი. მე ამ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ დავმთავრე, პოლიტიკური გავაგრძელე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics